გაკვეთილის გეგმა
თარიღი 29. 10. 2013 წ.
N
|
კომპონენტები
|
ინსტრუქცია
|
1.
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
2.
|
პედაგოგი
|
მარინე გვიანიშვილი
|
3.
|
გაკვეთილის თემა
|
”წუხლ სიზმარში აფხაზეთი ვნახე...”
|
4.
|
სწავლების საფეხური, კლასი
|
I საფეხური, VI კლასი
|
5.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
31
|
6.
|
სსმ მოსწავლეთა რაოდენობა
|
1
|
7.
|
აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება
გამოიყენონ ნასწავლი ტექსტების ანალიზსა და შეჯამებაში, შემოქმედბითი აზროვნების
წარმოჩენასა და გაანალიზებაში. განუვითარდებათ ჰუმანური თვისებები, დაამყარებენ კავშირს
განვლილ მასალასა და ახლადნასწავლ ნაწარმოებებს შორის.
|
8.
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების აუცილებელი
უნარ-ჩვევა, შეძლებს საკუთარი მეტყველების მართებულად მართვას მიზნებისა და კონტექსტის
შესაბამისად, გამოუმუშავდებათ დისკუსიაში მონაწილეობისას ჯგუფური და ინდივიდუალური
სტრატეგიების ეფექტურად გამოყენების უნარი. შეძლებს სხვადასხვა სახის მხატვრული და
არამხატვრეული ტექსტების გაგება - გაანალიზებას. შეძლებს პირადი გამოცდილებით ნაწარმოებში
ასახული მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ მსჯელობას.განუვითარდებათ კითხვის პროცესით
გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი. შეძლებს სხვადასხვა
ტიპის (ამ შემთხვევაში საგაზეთო სტატიის) ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვებას,
მსჯელობას, შექმნას.გამოუმუშავდება შeმოქმედებითი და მხატვრული წარმოსახვის უნარი.
(VI.1; VI.3; VI.5; VI.7; VI.9; VI.10; VI.11; VI.14; VI.15.
|
9.
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
I აქტივობა. გამოწვევა - ლექსის მოსმენა მაგნიტოფონით - ”წუხელ სიზმარში
აფხაზეთი ვნახე...” 2წთ.
გონებრივი იერიში
- (დაფაზე დავწერ სიტყვას ”აფხაზეთი”, აქეთ-იქით მზე და მთვარე. მოსწავლეები ამ სიმბოლოების
მიხედვით ჩამოაყალიბებენ იმ უარყოფით და დადებით ემოციებს, რომლის ასოციაციასაც ეს
სიტყვა იწვევს). 4 წთ.
I
I
აქტივობა. გააზრება 7
წთ.
გასააზრებლად, თუ როგორი იყო აფხაზეთი გუშინ და როგორია დღეს, მასწავლებელი
სვამს კითხვებს:
1. როგორი
ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებსა და აფხაზებს წარსულში, ისტორიულად? ( ბავშვები წარმოსახვით
იმოგზაურებენ დროში და უპასუხებენ კითხვას)
2. რაში
გამოიხატებოდა მათი ძმური ურთიერთობა? (”აფხაზური კანტატა”, ”გული”., რა არის მორდუ?)
3. როგორი იყო ქართველების თვალით დანახული აფხაზეთი?
4. როგორი
იყო აფხაზების თვალით დანახული საქართველო?
(ნაზი თარბა)
5. შავი
ღრუბლები საქართველოს თავზე! (საგაზეთო სტატია) (”ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების სხვა ჩანახატივით
ომმა ისიც მუქი საშლელით წაშალა.”)
6. რატომ ეწოდა სოხუმს აკრძალული ქალაქი?
III აქტივობა - ჯგუფებში მუშაობა 15წთ.
I -- ქმნიან
კედლის გაზეთს
II -- წერენ ლექსს
III -- ლიტერატურული ჩანახატი მტრედების ქალაქი
IV -- საგაზეთო ინფორმაცია
IV აქტივობა - პრეზენტაცია 7
წთ.
V აქტივობა - შეჯამება 5 წთ.
3 რამ, რამაც
დამაინტერესა
2 რამ, რის
შესახებაც უფრო
მეტი მინდა
გავიგო
1 რამ, რასაც
არ ვეთანხმები
VI აქტივობა 1 წთ
საშინაო დავალება - წარმოსახვითი მოგზაურობა აფხაზეთში.
VII აქტივობა
- ნახავენ მოსწავლის გაკეთებულ ვიდეოს.
1 წთ.
|
10.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
დაკვირვება, ჩანაწერები, პრეზენტაცია. შეფასების რუბრიკები ( ჯგუფური
მუშაობის შეფასების , ჯგუფში მოსწავლეთა
ურთიერთშეფასება, მოსწავლეთ თვითშეფასების რუბრიკა).
|
11.
|
სასწავლო რესურსები
|
ქართული ენა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, A1
და A4 ფორმატი, ფლომასტერები, სახატავი ფანქრები, წებო,
მაკრატელი, ფლეში, მაგნიტოფონი, კომპიუტერი, პროექტორი. http://youtu.be/z-niWIODgGI, http://youtu.be/uigpdFfjtqM
|
*
|
წინარე ცოდნა
|
შესწავლილი აქვთ აფხაზეთის თემაზე ლექსები, თხზულებები, საგაზეთო პუბლიკაცია.
|
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
ჯგუფები
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
I ჯგუფი
|
|||||
II
ჯგუფი
|
|||||
III
ჯგუფი
|
|||||
IV ჯგუფი
|
ჯგუფები ერთმანეთის და საკუთარ მუშაობას აფასებენ
5-ბალიანი სისტემით.
სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
თარიღი 27. 02. 2018 წ.
N
|
კომპონენტები
|
ინსტრუქცია
|
1.
|
გაკვეთილის თემა
|
შორეული ჩვენებურები ანუ ჩვენ ტოლერანტები ვართ
|
2.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
|
3.
|
საგანი, კლასი, საფეხური
|
ქართული ენა და ლიტერატურა, I საფეხური, VI2
კლასი.
|
4.
|
პედაგოგი
|
მარინე გვიანიშვილი
|
5.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30
|
6.
|
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
|
-
|
7.
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
40 წთ.
|
8.
|
გაკვეთილის აქტუალობა / მნიშვნელობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს,
მოსწავლეებს განუვითარდეს სამოქალაქო ცნობიერება, დაინახონ
და ამოიცნონ პრობლემა და ეძებონ მისი გადაჭრის გზები. საკუთარი ცოდნა და გამოცდილება
გამოიყენონ ცხოვრებაში და ჩამოყალიბდნენ ტოლერანტი ადამიანები.
|
9.
|
გაკვეთილის
მიზნები
|
მოსწავლემ შეძლოს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში
წამოჭრილი პრობლემის წარმოდგენა და განზოგადება, გაანალიზება, პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება. შეძლოს სკოლაში მიღებული უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების
გადასაჭრელად გამოყენება - ტრანსფერი. განუვითარდეს კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის
სწავლის უნარი.
|
10.
|
ეროვნულ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები / ინდიკატორები
|
VI. 2. მოსწავლესაქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების მიღებისა და შეფასების უნარი.
VI. 5. მოსწავლეს
შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის სტრატეგიების ეფექტური გამოყენება.
VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა, გაგება, გაანალიზება.
VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით
იმსჯელოს ნაწარმოებში ასახულ მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი
გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
|
11.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ნოდარ დუმბაძის „გული“,
ნელი თარბას „საქართველოს“, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტანტა“, საგაზეთო პუბლიკაცია
„კვირის პალიტრიდან“, სერგო კლდიაშვილის „შორეული“. მათი მეშვეობით გაიცნეს საქართველოში
მცხოვრები არაქართველები და მათი ურთიერთობა ქართველებთან.
|
12.
|
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობები ითვალისწინებს პრობლემაზე მორგებული გაკვეთილის
ეტაპებს.
·
კლასის ორგანიზება,
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
I აქტივობა.
2 წთ.
A ფაზა - გამოწვევა
მოსწავლეებს ვთხოვ, გაკვეთილის მზაობის დასადასტურებლად
ასწიონ მწვანე ბარათები.
ასოციაციური რუკა – ტოლერანტობა.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუკითხავ ვიკიპედიიდან ამოღებულ
ტოლერანტობის განმარტებას.
შეფასება
- განმავითარებელი
B
ფაზა - წვდომა
I I აქტივობა.
6 წთ.
1.
თქვენი აზრით, რა არის
სამშობლო?
2.
თქვენი აზრით, იყო
თუ არა საქართველო ეინარის სამშობლო, მან ხომ აქ 50 წელი იცხოვრა?
3.
რამდენი ეტაპი შეიძლება
გამოიყოს ეინარის ცხოვრებაში? შევქმნათ მისი ცხოვრების გეოგრაფიული რუკა.
4.
„ამათი ბახალა ვარ,
ამათ უნდა მიტირონ“,- ამბობს ნოდარ დუმბაძე აფხაზებზე, როცა ინფარქტის დიაგნოზით
იწვა სოხუმის საავადმყოფოში. შეუძლია თუ არა ეინარს ამ სიტყვების წარმოთქმა?
5.
არის თუ არა ეინარი
შორეული?
შეფასება
- განმავითარებელი.
I I I აქტივობა. 18 წთ.
ვის შეიძლება ვუწოდოთ შორეული და ჩვენებური?
ამისთვის მოსწავლეებს ვთხოვ, წარმოადგინონ თავიანთი
ნამუშევარი. ოთხ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ, მოეძიებინათ ინფორმაცია
:
ჯგუფი 1. ვლადიმერ მაიაკოვსკი და საქართველო.
ჯგუფი 2. ლესია უკრაინკა და საქართველო.
ჯგუფი 3. ჰაზირა და საქართველო.
ჯგუფი 4. ჩვენებურები (მოსწავლეების არაქართველი წინაპრის
ისტორია)
მოსწავლეებს ევალებოდათ, დაემუშავებინათ, გაეანალიზებინათ
მოძიებული ინფორმაცია და გაერკვიათ, რა ურთიერთობა აკავშირებდათ საქართველოსთან.
მოსწავლეებს თვითონ უნდა გადაეწყვიტათ, როგორი სახით უნდა წარმოედგინათ პრეზენტაცია:
პლაკატი, სლაიდი, მონოლოგი, ჩანაწერი დღიურიდან, პირადი წერილი (უნდა ჩანდეს, რას
უწოდებდა თავს, შორეულს თუ ჩვენებურს).
შეფასება
- განმსაზღვრელი, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
IV აქტივობა
. 5
წთ.
მოსწავლეებს PowerPoint-ით
გაკეთებულ რესურსს, რომელშიც გაეცნობიან თანამედროვე „შორეულებს“.
V აქტივობა
. 6 წთ.
შეჯამება
- მინიდისკუსია.
მოსწავლეებს ამ მიზნით ვუსვამ კითხვებს:
-
რა აქვთ საერთო ამ
ადამიანებს?
-
ვუბრუნდებით შეკითხვას:
ვის შეიძლება ვუწოდოთ შორეული და ჩვენებური?
-
აქვს თუ არა მნიშვნელობა
ეროვნებას, რასას, რელიგიურ აღმსარებლობას, რომ ჩვენებურად აღვიქვათ ადამიანი?
-
გყავთ თუ არა ახლობელი
შორეულ-ჩვენებური?
-
მოსწავლეებს ვთხოვ, გააგრძელონ ფრაზა: „მე ტოლერანტი
ვარ, რადგან...“
შეფასება - მოსწავლეთა ჩართულობის კრიტერიუმები.
C
ფაზა
VI აქტივობა
- შეფასება . 2წთ.
3
რამ, რამაც დამაინტერესა
2
რამ, რის შესახებაც უფრო მეტი მინდა გავიგო
1
რამ, რასაც არ ვეთანხმები
VI აქტივობა. 1
წთ.
საშინაო დავალება - მივწეროთ წერილი უცხოელ მეგობარს.
|
13.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასების რუბრიკები (მოსწავლეთა ჩართულობა, პრეზენტაცია
და თვითშეფასება).
|
14.
|
სასწავლო რესურსები
|
ქართული ენა და ლიტერატურა, VI კლ. სახელმძღვანელო,
ფლიპჩარტი, A1 და A4 ფორმატი,
მარკერები, კომპიუტერი, ფერადი ბარათები, ტელევიზორი.
|

No comments:
Post a Comment